კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მოსწავლეებს გრანდიოზული საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
20-09-2022
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსში“ ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.
სწავლის დაწყება განსაკუთრებით დასამახსოვრებელი პირველკლასელთათვის იყო, რომლებმაც ცოდნის ტაძარში პირველად შეაბიჯეს. პატარა მოსწავლეებს პედაგოგები და დირექცია სიხარულით დახვდა.
მრავალფეროვანი ღონისძიებების ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები და სასკოლო საზოგადოების წინაშე საცეკვაო ნომრითაც წარსდგნენ. ბავშვების განწყობაზე ასევე მოწვეულმა სტუმარმაც იზრუნა.
დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
„გილოცავთ 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას! ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო, მშობლებო, პედაგოგებო გისურვებთ მშვიდობიან, საინტერესო და ნაყოფიერ სასწავლო წელს!“, - ვკითხულობთ დირექციის მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს