გეზათის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე გიორგი ქამაქდაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა
19-07-2022

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე გიორგი ქამაქდაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.

მოსწავლეს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მის მასწავლებლებს დაუღალავი შრომისა და ამაგისთვის მადლობას უხდიან.  

„მადლობა გეზათის საჯარო სკოლის მასწავლებლებს, რომელთაც ლომის წილი მიუძღვით გიორგის წარმატებაში. რომ არა მათი დაუღალავი შრომა და გიორგის სიბეჯითე ამ შედეგს ვერ მივიღებდით“,- აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203