გორელოვკის N1 სკოლის 2022 წლის წარჩინებული კურსდამთავრებული სარქის არაქელიანი ოქროს მედლის კანდიდატია
30-06-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში დირექტორის, ტატიანა კარევას ხელშეწყობით მოსწავლეებისთვის საინტერესო გარემო იყო შექმნილი, რაც მათ შედეგებზეც დადებითად აისახა.

დირექტორის, ტატიანა კარევას მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, წლის ბოლოს, ყველა მოსწავლემ შესაბამისი კლასის დონე წარმატებით გადალახა; ასევე, სკოლას წარჩინებული მე-12 კლასის მოსწავლე და ოქროს მედლის კანდიდატი - სარქის არაქელიანი ჰყავს.

დირექტორის თქმით წარჩინებული მოსწავლე აკადემიური მოსწრებითა და ყოფაქცევით აღნიშნულ ჯილდოს ნამდვილად იმსახურებდა.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203