გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლის ლუსინე ვარტაპეტიანის წარმატება ლიტერატურულ კონკურსში
29-06-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობდნენ.
მათ შორის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განათლებისა და კულტურის გენდერული განყოფილების ორგანიზებით საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სასკოლო კონკურსი საუკეთესო თხზულება თემაზე - „საქართველო ჩემი სამშობლოა“ და „ჩემი თვალით დანახული სამყარო“ გაიმართა.
კონკურსში VIII-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ და მეორე ტურში გადავიდნენ: ლუსინე ვარტაპეტიანი, ვიკტორია ზედგინიძე, კონსტანტინ ოსლოპოვი და სარქის არაქელიანი.
გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.
კონკურსის მეორე ტური ნინოწმინდის მერიაში გაიმართა და 15 გამარჯვებულ მოსწავლეთა შორის მოხვდა სკოლის მოსწავლე - ლუსინე ვარტაპეტიანი.
ნინოწმინდის მერიის ორგანიზებით მეორე ტურში გამარჯვებული მოსწავლეები ორდღიანი ექსკურსიით სიღნაღს ეწვივნენ; ბავშვებმა ქალაქის ღირსშესანიშნაოებები დაათვალიერეს, ეწვივნენ უძველეს არქიტექტურულ ძეგლს - ბოდბის მონასტერს; მოსწავლეები შინ შთაბეჭდილებებით აღვსილი დაბრუნდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს