გორელოვკის N1 სკოლის დირექტორმა მე-9 კლასელებს საბაზო საფეხურის დამთავრების აღსანიშნავად სიგელები გადასცა
16-06-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

სკოლის დირექტორმა, ტატიანა კარევამ პედაგოგებთან ერთად მეცხრე კლასის მოსწავლეებს საზეიმო გაცილება მოუწყო.

საზეიმოდ გაფორმებულ სკოლის დერეფანში შეკრებილ მოსწავლეებს მასწავლებლებსა და მშობლებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა, ტატიანა კარევამ; დირექტორმა მოსწავლეებს სამახსოვრო სიგელები გადასცა.

მოსწავლეებმა თაიგულები გადასცეს თავიანთ პირველ მასწავლებელსა და კლასის დამრიგებელს, ლია გოგოლაძეს. შემდეგ სცენა დაიკავეს დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, ერთმანეთს ცვლიდა მხიარული სიმღერები და ცეკვები. მოსწავლეებს დიდხანს ემახსოვრებათ სასწავლო წლის ბოლო დღე, რომელმაც თბილ გარემოში ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203