უდაბნოს საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელების შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
15-06-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელების გამოსაშვები შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დამრიგებელი როზა თავაძე ხელმძღვანელობდა.
მეოთხეკლასელების მრავალფეროვან ღონისძიებაში მოსწავლეების სხვა პედაგოგები აქტიურად მონაწილეობდნენ.
მუსიკალური ნომრები მუსიკის პედაგოგის, ნათია საბაშვილის დახმარებით გაკეთდა, ხოლო ინგლისური ენის პედაგოგი ნინო საბაძე ინგლისურენოვან ნომრების დადგმაში მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ხელოვნების პედაგოგმა, ეკატერინე გუჯეჯიანმა მოსწავლეთა ნამუშევრები შეარჩია და ღონისძიებაზე პროექტორის დახმარებით გამოფინეს.
ღონისძიებას მშობლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს