უდაბნოს საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის დასკვნითი ტური ჩატარდა
08-06-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ დასკვნითი ტური ჩატარდა, რომლის მონაწილეებმა და გამარჯვებულებმა სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.
ღონისძიებას ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელი როზა თავაძე ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთვნენ თამაშში და სასურველი შედეგითაც კმაყოფილი დარჩნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს