გორელოვკის N1 საჯარო სკოლა ბავშვთა დაცვის დღეს მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით შეხვდა
03-06-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

სკოლა ამ 1 ივნისს მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით შეხვდა.

დაწყებითი კლასის მასწავლებელმა მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია ბავშვთა დაცვის დღის დაარსებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.

აჟღერდა საქართველოს ჰიმნი. შემდეგ, მოსწავლეები ერთმანეთს შეეჯიბრნენ სპორტულ და მხიარულ თამაშებში, პატარებმა სკოლის წინ ფერადი ნახატებით ასვალტი მოხატეს. როგორც საბავშვო დღესასწაულს შეეფერება ჟღერდა მხიარული მუსიკა და იყო ფერადი ბუშტები.

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს და სრულყოფილი განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:






 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203