კერძო სკოლა „ჰელიოსის“ IV კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა კულტურული ძეგლი მოინახულეს
31-05-2022
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ IV კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა კულტურული ძეგლი მოინახულეს. 

მათ მარაბდაში, ცხრა ძმა ხერხეულიძის მემორიალი, ძეგლი „კიდევაც დაიზრდებიან” და ბოლოს, ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი ნახეს. 

ვიზიტი საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

„სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა აქტიური ჩართვა, განათლების მიღებისა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების გარდა, მათ სახალისო აქტივობებისა და ექსკურსიების ორგანიზებაში ჩართვასაც გულისხმობს.
მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ჩვენი მიზნები და გეგმები ზუსტად ერგებოდეს მოსწავლეთა ინტერესებს, სურვილებსა და საჭიროებებს. 
IV კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ის კულტურული ძეგლები, რომელთა შესახებაც IV კლასში სხვადასხვა ლექსს, მოთხრობას, ხალხურ თქმულებასა თუ სხვა სახის ნაწარმოებს გაეცნენ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203