გეზათის საჯარო სკოლის პედაგოგებმა ლიდერობის ტრენინგები გაიარეს
24-05-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ფარგლებში ოთხმა პედაგოგმა: იზაბელა გაბუნიამ (მათემატიკა), ქეთევან ვეკუამ (ქართული ენა-ლიტერატურა), ნინო მიქაუტაძემ (დაწყებითი) და ზაირა რევაზიშვილმა (დაწყებითი) ქოუჩინგის პროგრამით, ლიდერობის ტრენინგები გაიარეს.

სკოლას 10 მაისს ქოუჩი აზა ჯოჯუა ესტუმრა და ლიდერ პედაგოგთა გაკვეთილებს დაესწრო. ასევე, „პანჯერინის“ სქემის მიხედვით მისცა უკუკავშირი

აღსანიშნავია, რომ შეფასება ოთხივე პედაგოგისთვის უმაღლესი იყო.

„შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203