უდაბნოს საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულები შთამბეჭდავი ღონისძიებით გააცილა
23-05-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი დაირეკა“. მშობლიურმა სკოლამ უსაყვარლესი მოსწავლეები ცხოვრების ახალ ეტაპზე ღონსიძიებით გააცილა.
ღონისძიებაზე მხიარული ნომრები წარადგინეს როგორც მეთორმეტე კლასელებმა, ასევე სხვადასხვა კლასების მოსწავლეებმა.დამამთავრებელ კლასს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს პედაგოგებმა და მშობლებმა.
„კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ და მშვიდობიან სამყაროში წარმატებულ სიცოცხლეს ვუსურვებთ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ბოლო ზარის“ ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ ღონისძიება ყველა სკოლაში იმართება, რომელშიც გამოსაშვები კლასის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. მასწავლებლები მათ სკოლის დამთავრებას და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს