გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა
23-05-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. მეთორმეტე კლასი წელს, ექვსმა მოსწავლემ დაამთავრა და მათგან ოქროს მედლის კანდიდატია.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

სკოლაში გამოსაშვები საღამო გაიმართა, რომელიც მეტად საინტერესო და ემოციური იყო.

ცხოვრების ფართო ასპარეზზე მეთორმეტეკლასელებს გზა დაულოცა სკოლის დირექტორმა, ტატიანა კარევამ. ამაღელვებელი იყო კლასის დამრიგებლის, ზოია სუხორუკოვას გამოსამშვიდობებელი სიტყვა.

სკოლის მოსწავლეებმა გამოსამშვიდობებელი კონცერტი გამართეს და საღამომ თბილ, ემოციურ გარემოში ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203