გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო
18-05-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში სახვითი ხელოვნების მასწავლებლის, არმინე ჩაპანიანის ხელმძღვანელობით, ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო.

მოსწავლეებმა გამოფენისთვის მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ნახატები შესრულებული იყო თავისუფალ თემაზე, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა სრულიად გამოევლინათ თავიანთი ფანტაზია.

აღსანიშნავია, რომ გორელოვკის N1 სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის განვითარებასა და წარმოჩენას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით მასწავლებლები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა და ღონისძიებას სთავაზობენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203