კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
მოსწავლეები საკუთარ ცოდნას ხშირად მეტად სახალისო თამაშებითაც იღრმავებენ, რაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებს ინგლისურ ენაში არსებითი სახელები სახალისო თამაში საშუალებით შეისწავლეს.
„სხეულის ნაწილები არის პირველი, რასაც ბავშვი გრძნობს, ეხება და რისი გაკონტროლებაც უნდა ისწავლოს. ამიტომ, არსებითი სახელების შესწავლა ინგლისურ ენაში სხეულის ნაწილებით გავაგრძელეთ.
სწავლების პროცესი საკმაოდ საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. რითმული ტექსტების მიხედვით მოსწავლეები სწორად ასრულებდნენ საჭირო მოძრაობებს და აჩვენებდნენ სხეულის ნაწილებს
მათთვის მომზადებულმა სახალისო თამაშმა დადებითი ემოციები აღძრა მოსწავლეებში და ნასწავლი ლექსიკური ერთეულების განმტკიცებას შეუწყო ხელი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: