კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებისთვის, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გასვლითი ღონისძიება მოეწყო
28-04-2022
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ 1-ელია, 1-ელიბ და მე-2ა კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დაცვაში თავიანთი როლი შეიტანეს.
მათთვის, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გასვილითი ღონისძიება მოეწყო. მოსწავლეებმა აქტივობებითა და მხიარული თამაშებით დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
პატარა მოსწავლეებმა თემატური ნახატებიც შექმნეს და აქტივობებში დიდი ხალისით ჩაერთნენ.
„მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს მსოფლიოს, რომ აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედამიწის დაცვაში ჩვენი წილი პასუხისმგებლობის გააზრება და ჩართულობა ამ უდიდეს საქმეში“,- აღნიშნავენ სკოლაში.