„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“- გეზათის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა
18-04-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. 

სახელმწიფო ენისა და ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრების ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე ქართული ენისა და ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ვრცლად ისაუბრეს. გამოუშვეს კედლის გაზეთი „ენა დედაა ერისა“, მოეწყო გამოფენა „ჩემი საყვარელი ზღაპრის პერსონაჟები“, სადაც მოსწავლეებმა მოთხრობები წაიკითხეს და მათ შესახებ იმსჯელეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

გარდა ამისა, სკოლის დერეფანში გამოიფინა სხვადასხვა ლიტერატურა, რომელიც ასახავდა ქართული დამწერლობის ნიმუშებს და მოეწყო ნორჩ კალიგრაფისტთა  ნაწერების გამოფენა.

კვირეული დასრულდა ღონისძიებით „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები და გამონათქვამები ენის შესახებ.

სახელმწიფო ენის კათერდის თავმჯდომარე ქეთევან ვეკუა, ხოლო ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის თავჯდომარე სოფიო ჯიბლაძეა. ღონისძიების მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთნენ კლასის დამრიგებლები და სკოლის ბიბლიოთეკარი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203