
სკოლაში ამ თარიღს კვირეული მიეძღვნა, რომელიც სხვადასხვა საინტერესო აქტივობით იყო დატვირთული. ჩატარდა კონკურსები: საუკეთესო კალიგრაფიის ნიმუში, საუკეთესო ხელნაწერი წიგნები, კედლის გაზეთი, საუკეთესო ესეები,მხატვრული კითხვა.
გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.
მოსწავლეები აქტივობებში დიდი ხალისით ჩაერთნენ, მათ თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინეს.
„ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენის მასწავლებელი, მზია სულაძე. მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა, ნათია საბაშვილმა. მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი კლასების მოსწავლეებმაც, რომელთაც მხიარული ნომრები ჰქონდათ“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: