გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
15-04-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

ქართული ენის მასწავლებლები - იადონა ზედგინიძე და ლია გოგოლაძე შეეცადნენ მოსწავლეებისღვის აეხსნათ, 14 აპრილის მნიშვნელობა და შეექმნათ საზეიმო განწყობილება.

სკოლის დერეფანი მორთეს საზეიმოდ, აჟღერდა საქართველოს ჰიმნი, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა წაიკითხეს დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები, შეასრულეს ქართული სიმღერები და ცეკვები.

უფროსკლასელები მონაწილეობდნენ შეჯიბრში: „ვიმეტყველოთ სწორედ“. მათ მიეცათ დავალება: ქართულ ენაში დამკვიდრებული ბარბარიზმების შესატყვისი ქართული სახელების დასახელება. შეჯიბრმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეთა შორის.

დედაენის დღემ მხიარულ და თბილ გარემოში ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203