„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ნუ დაითვლი შენც!“ - კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეთა მოწოდება
24-03-2022

თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

I კლასის მოსწავლეები ლოზუნგს - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ შეუერთდნენ.

„46+1„ - უბრალო სიტყვები, რომელიც არ გვაძლევს უფლებას შეგვეცვალოს გრძნობები და დამოკიდებულება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისადმი. „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ნუ დაითვლი შენც!“,- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი. 

​21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წელს დაწესდა. მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203