მაღლაკის საჯარო სკოლის პედაგოგები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სისხლის დონაციის აქციას შეუერთდნენ
18-03-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის საჯარო სკოლის პედაგოგები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სისხლის დონაციის უანგარო აქციას შეუერთდნენ.

სკოლის თითოეული პედაგოგი თუ თანამშრომელი უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს. აღნიშნული ნაბიჯით კი, მასწავლებლებმა უკრაინელებისადმი თანადგომა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.

„მშვიდობა უკრაინას!“, სწორედ ეს სიტყვები გასდევს მაღლაკის საჯარო სკოლის მიერ გაკეთებულ ამ კეთილ საქმეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203