„ბავშვებს ომი უნგრევს ოცნებებს“ - სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები უკრაინელ თანატოლებს თანადგომას უცხადებენ
17-03-2022
მსოფლიო მოსახლეობა აპროტესტებს ომს უკრაინაში და სოლიდარობას უცხადებს ადგილობრივ მოსახელობას. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა სოლიდარობა გამოხატეს უკრაინელი ბავშვების მიმართ!
„ბავშვებს სჭირდებათ მშვიდობიანი სამყარო, მათ ომი უნგრევს ოცნებებს, ართმევს ბავშვურ სილაღესა და მხიარულ დღეებს. ჩვენ გვსურს მშვიდობიან სამყაროში ცხოვრება, სადაც მთავარი ღირებულება ადამიანია! არა ომს! არა ძალადობას!
ჩვენ ვიმსახურებთ მშვიდობიან მომავალს!“, - ასე გამოხატეს სოლიდარობა ჰელიოსელმა პატარებმა უკრაინელ თანატოლების მიმართ. მათ გასამხნევებლად შექმნეს პოსტერები, დახატეს დროშები და მიწერეს წერილები - „ნუ შეშინდებით, პატარებო, ღრუბელი მალე გაიფანტება და მზე გამოანათებს“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის