გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი სარვამარტო ღონისძიება
07-03-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებს ყოველთვის ხალისით უძღვნიან.

სკოლაში ამჯერად ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ნიჭიერმა მოსწავლეებმა პედაგოგებს და მშობლებს 8 მარტი დიდი სიყვარულით მიულოცეს. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და დედაზე სიმღერები შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებშივე სკოლის დირექტორმა, ტატიანა კარევამ სწავლასა და სპორტში წარმატებულ მოსწავლეებს სიგელები გადასცა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203