ყოჩაღი გოგო-ბიჭების ბედნიერი სახეები, ღიმილი და მხიარულება - ჯადოსნური დღესასწაული კერძო სკოლა „ჰელიოსში“
05-01-2022

თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მოსწავლეებს წინასაახალწლოდ ჯადოსნური გარემო შეუქმნეს.

დირექციამ და პედაგოგებმა მოსწვლეთა საახალწლო განწყობაზე იზრუნეს, სკოლა ზღაპრულად მორთეს, ბავშვებს კი სადღესასწაულო აქტივობები შესთავაზეს.

მოსწავლეები აქტივობებში ხალისით ჩაერთნენ და დამდეგი ახალი წელი იზეიმეს. 

„აი, რატომ არის ახალი წელი ასეთი ჯადოსნური! ასეთი ლამაზი, ლაღი, ყოჩაღი გოგო-ბიჭების ბედნიერი სახეები, ღიმილი და მხიარულება ახლავს თან“,- აღნიშნულია სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

აქტივობები კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203