მხიარული შეჯიბრი, მხატვრულად წაკითხული ლექსები და ცეკვა-სიმღერა - კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მეოთხეკლასელთა საახალწლო აქტივობები
05-01-2022

თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა წინასაახალწლოდ მოსწავლეთა საზეიმო განწყობაზე იზრუნეს და სხვადასხვა სახალისო აქტივობები შესთავაზეს. 

საახალწლო განწყობის შექმნაში ყველა კლასის მოსწავლე აქტიურად ჩაერთო.

სხვებს არც IV კლასის მოსწავლეები ჩამორჩნენ.

მათ მხიარული შეჯიბრი გამართეს, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, ამოხსნეს საახალწლო რებუსები, ბოლოს კი ენერგიული ცეკვაც შეასრულეს.

აქტივობები რეგულაციების დაცვით ჩატარდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203