უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლის, საბა მარტიაშვილის ნახატებმა კონკურსზე დიდი მოწონება დაიმსახურა
15-12-2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მადონა გუჯეჯიანი და საბა მარტიაშვილი მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გამართულ ნახატების კონკურსში მონაწილეობდნენ.
მოსწავლეთა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მათი ხელოვნების პედაგოგი ეკატერინე გუჯეჯიანია.
სკოლა ამაყობს მოსწავლეებით და მომავალშიც წარმატებას უსურვებს.