გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში კონკურსი - „ყველაზე ზღაპრული კლასი“ გაიმართა
09-12-2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში კონკურსი „ყველაზე ზღაპრული კლასი“ ჩატარდა.

კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა თავიანთი კლასები საახალწლოდ მორთეს.

გამოვლინდა სამი გამარჯვებული დაწყებითი კლასებიდან „ყველაზე ზღაპრული კლასის“ სტატუსი მიენიჭა მე-3 კლასს - კლასის ხელმძღვანელი კრისტინე  ბიჩახჩიანი. უფროსი კლასებიდან „ყველაზე ზღაპრულ კლასად“ დასახელდა მე-10 კლასი - კლასის ხელმძღვანელი იური გონჩაროვი, ხოლო „საუკეთესო ხელნაკეთი სათამაშოები“ გაიმარჯვა მე-12 კლასმა - კლასის ხელმძღვანელი ზოია სუხორუკოვა.

გამარჯვებულებს სიგელები და პრიზები გადაეცათ.

„გორელოვკაში ჩატარდა კონკურსი „ყველაზე ზღაპრული კლასი“ კონკურსში მონაწილეობდა ყველა კლასი. მოსწავლეებს თავიანთი კლასები უნდა მოერთოთ საახალწლოდ. შეიქმნა სპეციალური ჟიური, რომელშიც არ შედიოდა არც ერთი კლასის დამრიგებელი.

გამარჯვებული გამოვლინდა სამ ნომინაციაში: „ყველაზე ზღაპრული კლასი“ -  ორი გამარჯვებული, ერთი დაწყებით კლასებს შორის, მეორე  საბაზო და საშუალო საფეხურიდან. აგრეთვე, ნომინაცია „საუკეთესო ხელნაკეთი საახალწლო სათამაშოები“. აღნიშნული კონკურსი მოსწავლეებს დაეხმარა სხვადასხვა უნარების ჩამოყალიბებაში, როგორიცაა: გუნდური მუშაობა, ესთეტიკური გემოვნების განვითარება, ნებისყოფა და  მონდომება, რომლის გარეშეც წარმატებას ვერ მიაღწევ“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203