კერძო სკოლა „ჰელიოსის“ IV კლასის მოსწავლეები ეთნოგრაფიულ მუზეუმს სტუმრობდნენ
19-11-2021
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ IV კლასის მოსწავლეები ეთნოგრაფიული მუზეუმს სტუმრობდნენ. 

მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. დაათვალიერეს მუზეუმი და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„IV კლასის მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და ჟრიამულით მოაიარეს ეთნოგრაფიული მუზეუმი, იმოგზაურეს პატარა საქართველოში, ყველა კუთხის სახლ-კარი შეაღეს, მათ ტრადიციებს ეზიარნენ. იქ მყოფნი კი თავიანთი ცოდნით გააოცეს, 
სხვათა შორის, მუზეუმში ქცევის წესების სრულყოფილად დაცვის გამო, მასპინძელთა მხრიდან შექებაც დაიმსახურეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203