
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ VII კლასის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ.
მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ პრეისტორიული ხანის ეპოქას, არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულ ექსპონატებს.
„მოსწავლეებმა აგრეთვე დაათვალიერეს და შეისწავლეს ადამიანის უძველესი ჰომინინები, მათი საბრძოლო, სამუშაო იარაღები და საყოფაცხოვრებო ნივთები. ისინი ასევე გაეცნენ პომპეის არქეოლოგიურ საგანძურის გამოფენას სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: