„დავეხმაროთ პერსონაჟებს“ - კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა მოთხრობის გმირებს საგზაო წესები „ასწავლეს“
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ IIIა კლასში საინტერესო აქტივობა ჩატარდა.
აქტივობის სახელი იყო - „დავეხმაროთ პერსონაჟებს“. მოსწავლეები მოთხრობის იმ პერსონაჟებს დაეხმარნენ, რომლებიც ქუჩაზე გადასვლის წესებს მუდმივად არღვევდნენ.
მოთხრობა, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებმა საინფორმაციო პოსტერები მოამზადეს ვლადიმერ ასლამაზიშვილის „მოკლე გზა“ იყო.
„ჰელიოსის“ IIIა კლასში ჩატარდა აქტივობა „დავეხმაროთ პერსონაჟებს“.
მოსწავლეებმა შეისწავლეს ვლადიმერ ასლამაზიშვილის მოთხრობა „მოკლე გზა“. ტექსტში პერსონაჟები მუდმივად არღვევდნენ ქუჩაზე გადასვლის წესებს.
ბავშვებმა მათთვის მოამზადეს საინფორმაციო პოსტერები, სახალისო ილუსტრაციები და ისაუბრეს რა სიმბოლური თუ პირდაპირი დატვირთვა ჰქონდა მათ ნამუშევრებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: