ფერთა დღესასწაული კერძო სკოლა „ჰელიოსში“
05-11-2021

თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ IV კლასის მოსწავლეებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია წელიწადის ეს ულამაზესი დრო. 

„ზამთარი გრავიურაა, გაზაფხული - აკვარელი, ზაფხული - ზეთით ფერწერა, ხოლო შემოდგომა - წლის სამივე პერიოდის მოზაიკა. სწორედ ამიტომ, შემოდგომა საუკეთესო დროა იმისათვის, რომ ფერთა ნამდვილი დღესასწაული იზეიმო! 

IV კლასის მოსწავლეებმა სკოლაში გემრიელი ნუგბარითა და ჭრელ-ჭრელი ნამუშევრებით შექმნეს საშემოდგომო განწყობა, ფოტოზე აღბეჭდეს თავიანთი ემოცია და ასე შემოინახეს სასკოლო ცხოვრების კიდევ ერთი მშვენიერი დღე“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203