კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პირველკლასელებმა ანბანის სწავლა დიდი მონდომებით დაიწყეს
26-10-2021
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ I კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საინტერესო გაკვეთილით დაიწყეს.

პატარა მოსწავლეებმა „ანბანეთში“ მოგზაურობა დიდი ხალისითა და ინტერესით დაიწყეს.

ბავშვებს პედაგოგმა თემატურად გაფორმებული საკლასო ოთახი დაახვედრა; პირველკლასელებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, რათა ანბანის სწავლის დღე მათ მეხსიერებაში სამუდამოდ აღბეჭდილიყო.

„Iკლასის საოცარი პატარები მოგზაურობენ „ანბანეთში“. მოსწავლეები ცნობისმოყვარეობით სავსე თვალებით, უკვე ნაცნობ ასო-ბგერებს ეძებენ სიტყვებში, ხოლო უცნობ ასო-ბგერებთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდებიან“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებასი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203