კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მონატრებულ მოსწავლეებს საზეიმოდ დახვდნენ
05-10-2021

თბილისის კერძო სკოლა „ ჰელიოსი“ სკოლაში დაბრუნებას ულოცავს მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და სრულიად სასკოლო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი - პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შეაბიჯეს ცოდნის სამყაროში. სკოლის ადმინისტრაცია თითოეულ მათგანს წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.

„სკოლა „ჰელიოსი“ გილოცავთ სკოლაში დაბრუნებას! მოსწავლეებისთვის და სკოლის თანამშრომლებისთვის ერთნაირად ემოციური აღმოჩნდა სკოლის კედლებში სასწავლო პროცესის განახლება. 4 ოქტომბერი განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო პირველკლასელებითვის, რომლებმაც პირველად შემოაბიჯეს მოსწავლის სტატუსით ცოდნის სამყაროში. გისურვებთ კიდევ უფრო საინტერესო და ნაყოფიერ სასკოლო ცხოვრებას“, - სკოლის ადმინისტრაცია

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203