
„ზოონოზური დაავადებები“ - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბუნების დამცველების“ ლიდერებმა, კლუბის წევრებთან ერთად, პრეზენტაცია წარადგინეს.
პრეზენტაციას მე-6, მე-7, მე -8 და მე-9 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
მე -9 კლასის მოსწავლე მარიამ ონიანმა მოსწავლეებისათვის და ეკოკლუბის წევრებისთვის, ცნობიერების ამაღლების მიზნით, გამართა კონფერენცია გლობალურ საკითხზე „გარემოს დაბინძურება“, სადაც თემასთან დაკავშირებული საინტერესო საკითხები და სლაიდები წარმოადგინა.
იხილეთ ფოტოები