
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზებაზე მუდმივად ზრუნავენ. აღნიშნული მიზნით სკოლაში ამჯერად შიდა სასკოლო ტურნირი ჩატარდა მაგიდის ჩოგბურთში.
„ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის ალექსანდრ კალმიკოვის ხელმძღვანელობით გოგონათა შორის ჩატარდა შიდა სასკოლო ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში. შეჯიბრში მონაწილეობდნენ VI-XII კლასების მოსწავლეები.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველი ადგილი დაიკავა ლიუბა გონჩაროვამ, მეორე ადგილი - დიანა ზოროღლიანმა, მესამე ადგილი კი ლილით ადამიანმა მოიპოვა.
გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს მედლებითა და სიგელებით. ღონისძიებამ თბილ მეგობრულ გარემოში ჩაიარა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები