გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა
15-04-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ქართული ენის მასწავლებლების იადონა ზედგინიძისა და ლია გოგოლაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
იადონა ზედგინიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია დედაენის დღის დაარსების ისტორიის შესახებ დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ქართველი პოეტების ლექსები. ღონისძიებამ თბილ და მხიარულ გარემოში ჩაიარა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს