მაღლაკის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ
09-04-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლაში საინტერესო კვირეული გაიმართა. გარდა იმისა, რომ სკოლა ჩაერთო პროექტში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2021“, შეიქმნა ეკოკლუბი „ბუნების დამცველები“, რომლებიც ბოლო პერიოდში არსებულ მნიშვნელოვან დღეებს გამოეხმაურნენ.

სკოლაში აღინიშნა:

 21- მარტი დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე.
 21 მარტი -ტყეების დაცვის დღე.
 22 მარტი- წყლის რესურსების დაცვის დღე
 27 მარტი --დედამიწის საათი

ეკოკლუბის ლიდერებმა მოსწავლეებთან ერთად ჩაატარეს პრეზენტაციები და მონაწილეობა მიიღეს ეზოს გამწვანებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203