გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში შიდა სასკოლო ტურნირი ჩატარდა
08-04-2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში, ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის ალეკსანდრ კალმიკოვის ხელმძღვანელობით, მაგიდის ჩოგბურთში შიდა სასკოლო ტურნირი ჩატარდა.

შეჯიბრში VI-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველი ადგილი - სამველ კიურეგიანი, მეორე ადგილი- მანველ წარუკიანი, მესამე ადგილი წილად ხვდა კონსტანტინ ოსლოპოვს.

გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ მედლებითა და სიგელებით.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებამ თბილ მეგობრულ გარემოში ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203