გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მათემატიკური ვიქტორინა ჩატარდა
05-04-2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლის ზოია  სუხორუკოვას ხელმძღვანელობით, მათემატიკური ვიქტორინა ჩატარდა. ვიქტორინაში აქტიურად მონაწილეობდნენ მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები. გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეები წარმოადგენდნენ ორ გუნდს - „ალფა“ და „კომეტას“. მათ უპასუხეს ბევრ საინტერესო შეკითხვას და ამოხსნეს ლოგიკური მათემატიკური ამოცანები. მათ მხურვალედ გულშემატკივრობდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.

ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი „კომეტა“. შეჯიბრმა ხალისიანად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203