„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ - მაღლაკის სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს
24-03-2021

„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“- ამ ლოზუნგით, წყალტუბოს მუნიცი​პალიტეტის სოფელ მაღლაკის  საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

„21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. მოსწავლეებს ვესაუბრეთ და გავაცანით ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ. ბავშვებმა საუბრის შემდეგ გაიაზრეს, რომ დაუნის სინდრომიანი ბავშვებიც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან, ისინი სამყაროს ფერად ფერებში აღიქვამენ, უყვართ სითბო და მოფერება, ამიტომ მათ მზის შვილებს ეძახიან“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი 2011 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203