
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის დირექტორმა და რუსული ენის მასწავლებელმა, ტატიანა კარევამ, ბიოლოგიის და ბუნებისმეტყველების პედაგოგმა, ნანა ბაღიშვილმა და ინგლისური ენის მასწავლებელმა, ნინო ქერაშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს და აიღეს 4 კრედიტი. მასწავლებლები სტატუსის ცვლილებას და წამყვანი მასწავლებლის სტატუსს ელოდებიან.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.