მაღლაკის საჯარო სკოლამ დისტანციური სასწავლო პროცესი წარმატებით წარმართა
30-06-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის საჯარო სკოლამ დისტანციურ სწავლებას წარმატებით გაართვა თავი. 

სკოლის პედაგოგები დისტანციური სასწავლო პროცესის წარმართვას და დაკისრებულ მოვალეობებს უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ. სკოლა მოსწავლეებს, რომლებიც პასუხისმგებლობითა და აქტიურობით გამოირჩეოდნენ მადლობას უხდის.

„მოგეხსენებათ, 2020 წლის მარტიდან სწავლა გადავიდა ონლაინ რეჟიმზე. მაღლაკის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ დისტანციურ სასწავლო პროცესში პროგრამა „თიმსისა“ და „მესენჯერის“ საშუალებით.

პედაგოგები უდიდესი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ დაკისრებულ მოვალეობას, ვიყენებდით უამრავი სახის ელ.რესურსს, ვურეკავდით მოსწავლეებს ტელეფონით ინდივიდუალურად და მაქსიმალურად ვუზრუნველვყოფდით მათ ჩართულობას სასწავლო პროცესში. მრავალშვილიანი ოჯახების: შალამბერიძეები, კოხრეიძეები, ჭოლაძეები, მანაგაძეები, ონიანების ბავშვებთან გვიწევდა ინდივიდუალური მუშაობა ინტერნეტ რესურსის სიმცირის გამო.

მაღალი პასუხისმგებლობითა და აქტიურობით გამოირჩეოდნენ მოსწავლეები: ლუკა გაგნიძე, სოფია და ანამარია ვარდმანიძეები, ლუკა მარჯანიშვილი, ლუკა ნადარაია, ნიკოლოზ მაღლაკელიძე, იოსებ ონიანი, გივი მარჯანიშვილი, გიორგი კვერნაძე, მურიკო გურაბანიძე, თამუნა კაცაძე, ინა ძოწენიძე, ნინო მანაგაძე, ნათია ჭოლაძე, გვანცა ონიანი, ამირან კაკაურიძე, ცოტნე კვერნაძე, საბა ჟორჟოლიანი, ბაჩო ჩეჩელაშვილი, მარიამ ონიანი, ლუკა კუხიანიძე. აქტიურობდნენ ასევე მშობლებიც: ლელა სულაკაძე, ეკა ჯამბურიძე, ნათია გაგლოშვილი, სალომე ძიძიგური, ნინო გედენიძე. სკოლა მადლობას უხდის მათ მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203