„ანბანის გაცილება“ - გორელოკის N1 სკოლის პირველკლასელებმა ღონისძიება დისტანციურად გამართეს
27-05-2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოკის N1 საჯარო სკოლის პირველმა კლასმა „თიმსის“ პლატფორმის მეშვეობით დისტანციური ღონისძიება „ანბანის გაცილება“ მოაწყო.

დისტანციურ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მასწავლებლები, I კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები. ღონისძიება გახსნა კლასის ხელმძღვანელმა კრისტინე ბიჩახჩიანმა. მან შეაჯამა განვლილი სასწავლო წლის შედეგები და წარმატებები უსურვა მოსწავლეებს მომავალ სასწავლო წელს.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები. ბოლოს კი, სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა მასწავლებლებსაც და მშობლებსაც, რომ მათ ღირსეულად გაართვეს თავი არსებულ გამოწვევებს პანდემიისა და კარანტინის პირობებში და უწყვეტ რეჟიმში ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. ღონისძიება გამოსამშვიდობებელი სიმღერით დასრულდა.

იხილეთ ვიდეოები




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203