გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ონლაინ გამოფენა მოაწყვეს
14-05-2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის  გორელოკის N1 საჯარო სკოლა კარანტინის პირველივე დღეებიდან ჩაერთო დისტანციურ სწავლებაში.

პირველი კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელის კრისტინე ბიჩახჩიანის დახმარებით, აქტიურად არიან ჩართულები ონლაინ სწავლებაში. მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილებზე შესწავლილი უნარების გამოყენებით დაამზადეს თვითნაკეთი ნივთები, აპლიკაციები და ნახატები გაზაფხულის თემაზე. თითოეულმა მოსწავლემ თავის ნამუშევარით ხელში გადაიღო სურათი და მოაწყეს ვირტუალური გამოფენა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203