გორელოვკის N1 საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს
21-04-2020

ქვეყანაში შექმნილმა საგანგებო მდგომარეობამ სკოლები გადაიყვანა დისტანციურ სწავლებაზე. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისათვის ეს იყო სერიოზული გამოწვევა, ვინაიდან არც მასწავლებლებს და არც მოსწავლეებს არ გააჩდათ ასეთი ფორმით სწავლისა და სწავლების გამოცდილება.

„ჩვენი პედაგოგებისა და მშობლების მონდომებამ შედეგი გამოიღო: დისტანციური სწავლებისათვის სკოლამ აირჩია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდირებული პლატფორმა „თიმსი“, რომლის საშუალებითაც სკოლა მუშაობს დისტანციურად.

დისტანციური სწავლისა და სწავლების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის სკოლის დირექტორს ტატიანა კარევას, რომელმაც დროულად გააცნო პედკოლექტივს დისტანციური სწავლების ხერხები და მეთოდები, აგრეთვე დროულად მიაწოდა ყველა შესაძლებელი ინსტრუქცია „თიმს-ში“ მუშაობისათვის. სკოლის ისტ-ს მასწავლებელმა, იური გონჩაროვმა სულ მცირე დროში მოახერხა მოსწავლეების დისტანციურად დატრენინგება,

ამჟამად სკოლის ყველა მოსწავლე ჩართულია დისტანციურ სწავლებაში. რა თქმა უნდა, „ცოცხალ“ სკოლას ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ ამ ეტაპზე მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანია სწავლის გაგრძელება“,-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203