გორელოვკის N1 სკოლაში სოფლის წარმატებულ ქალებსა და გენდერული თანასწორობის სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლეს
25-12-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში სოფლის წარმატებულ ქალებსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლეს, რომლებიც სოფლის ქალების საქმიანობას გაეცნენ და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

შეხვედრის მონაწილე ქალებმა თავიანთ სამეწარმეო საქმიანობაზე ისაუბრეს.

მოსწავლეებმა თემაზე: „სოფლის ქალი“ ნახატები წარმოადგინეს, ტრადიციული „დუხობორული“ სამოსი და ნივთები გამოფინეს. სტუმრებისთვის მოეწყო კონცერტიც.

შეხვედრის ბოლოს სტუმრებს ტრადიციული ბლინებითა და ჩაით გაუმასპინძლდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203