გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ლექცია-გაკვეთილი ჩატარდა
20-11-2019

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში, ფიზიკის მასწავლებელმა, იური გონჩაროვმა ჩაატარა ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ლექცია-გაკვეთილი, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის  თემაზე: „ტოლერანტობა და თანასწორობა“ .

პედაგოგმა ვრცლად ისაუბრა ტოლერანტობისა და თანასწორობის შესახებ, მოიყვანა უამრავი მაგალითი, შემდეგ კი მოსწავლეთა შორის გაიმართა დისკუსია აღნიშნულ თემაზე.

ლექცია-გაკვეთილის დასასრულს, მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით შესრულებული პლაკატები და მათ შორის საუკეთესოები განათავსეს საკლასო ოთახის კედელზე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203