გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ღონისძიებაში - „ნაციონალური ტრადიციული კერძები“ მონაწილეობდნენ
01-11-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის N1 საჯარო სკოლა მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში -„ნაციონალური ტრადიციული კერძები“ მონაწილეობდა.
გორელოვკის N1 საჯარო სკოლამ დუხობორთა თემი მისი ტრადიციული კერძებით წარადგინა. ღონისძიებაზე ასევე სომხური და ქართული კერძები იყო წარმოდგენილი. ყველა მონაწილეს ჰქონდა საშუალება მისთვის სასურველი კერძი დაეგემოვნებინა.
ღონისძიებაში მოსწავლეთა მოცეკვავე ჯგუფები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, ღონისძიების ბოლოს ყველა მონაწილე სამახსოვრო საჩუქრებითა და სიგელებით დასაჩუქრდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“