გორელოვკის N1 საჯარო სკოლის პედაგოგ იადონა ზედგინიძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
16-10-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის N1 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელს, იადონა ზედგინიძეს, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
„იადონა ზედგინიძეს სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მიულოცეს მიღწეული წარმატება. მან თავის მხრივ ყველა პედაგოგს უსურვა მასწავლებელთა პროფესიონალური განვითარებისა და კარიერული წინსვლის ფარგლებში დაწინაურება“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“