გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასლები მასწავლებელს ემოციურად დაემშვიდობნენ
17-06-2019

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეებს  საზეიმო  გაცილება მოუწყეს. 

დამრიგებელმა კრისტინა ბიჩახჩიანმა მოსწავლეებს მე-5 კლასში გადასვლა  მიულოცა,   შეაჯამა  განვლილი ოთხი წლის სამუშაო, ისაუბრა მოსწავლეთა წარმატებებზე, მადლობა გადაუხადა მშობლებს თანადგომისათვის.

გამოსამშვიდობებელ სიტყვებს ემოციის გარეშე არ ჩაუვლია, თვალაცრემლებულ მასწავლებელს გარს ეხვეოდნენ თვალცრემლიანი მოსწავლეები.

ღონისძიების ბოლოს უფროსკლასელების მონაწილეობით გაიმართა გამოსამშვიდობებელი კონცერტი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...