გორელოვკის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ბოლო ზარი იზეიმეს
29-05-2019

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში ყველაზე ემოციური ბოლო ზარის ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზება მეთორმეტე კლასელებმა, კლასის დამრიგებელთან ვალენტინა ბდოიანთან ერთად გაუწიეს ორგანიზება, სკოლის დირექტორი ტატიანა კარევა, პედაგოგები, პირველი კლასის მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებამ ემოციურ ფონზე ჩაიარა. მოსწავლეებმა გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები და სკოლის პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს 12 წლის მანძილზე გაწეული შრომისთვის. 

სკოლის დირექტორმა ტატიანა კარევამ და კლასის დამრიგებელმა ვალენტინა ბდოიანმა გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვეს და წარმატებები უსურვეს კურსდამთავრებულებს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203